spot_imgspot_imgspot_imgspot_img

“შპიგელი” – ბუდუ ზივზივაძე მალე შესაძლოა, ბუნდესლიგაში ვიხილოთ 

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის “კარლსრუეში“ ბუდუ ზივზივაძის შესანიშნავ თამაშს პოპულარული გერმანული გამოცემა “შპიგელი“ ეხმაურება და გამოთქვამს ვარაუდს, რომ 30 წლის ქართველმა თავდამსხმელმა, შესაძლოა, ბუნდესლიგაში ითამაშოს.

“ქართველი თავდამსხმელი „კარლსრუეს“ ბუნდესლიგაში დაბრუნებაზე ოცნებობს. ბუდუ ზივზივაძემ ბოლო ტურში “შალკესთან“ დუბლი შეასრულა. თავდამსხმელმა კარიერის განმავლობაში ითამაშა საქართველოში, დანიაში, უნგრეთში, ახლა „კარლსრუეშია“ და შესაძლოა, მალე ბუნდესლიგაშიც ვიხილოთ. 30 წლის ბუდუ ზივზივაძე ბევრს შრომობს, რომ მაღალ დონეზე ითამაშოს. „კარლსრუე“ მეორე ბუნდესლიგაში პირველ ადგილზეა და შეუძლია, ბუნდესლიგაში დაბრუნებაზე იფიქროს“, – წერს გერმანული გამოცემა.

12 სექტემბერს ბუდუ ზივზივაძემ მორიგი შესანიშნავი თამაში ჩაატარა მეორე ბუნდესლიგაში. „კარლსრუემ“ გელზენკირხენის „შალკე“ მისი დუბლის წყალობით 2:0 დაამარცხა. ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში ხუთ შეხვედრაში ექვსი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.`

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები