თბილისის “იბერია 1999”-ის ნახევარმცველმა და გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა ნონიკაშვილმა მშობლიური გუნდი დატოვა და კარიერას უკრაინულ “ჩერკასიში” გააგრძელებს.
უკრაინელებს ეს ტრანსფერი 250 000 ევრო დაუჯდებათ.
შოთა ნონიკაშვილი უკრაინაში უახლოეს დღეებში ჩაფრინდება, ფორმალურ ეტაპებს გაივლის და უკრაინული გუნდის წევრი გახდება.