შოთა არველაძე გიორგი მამარდაშვილს ლივერპულში ტრანსფერს ულოცავს და სოციალურ ქსელში კომენტარს აკეთებს.
“გიორგი მამარდაშვილს ვულოცავ უდიდეს კლუბში ტრანსფერს და მიხარია, რომ მისი პროფესიონალიზმი და შრომა სათანადოდ დაფასდა. მოზარდი ფეხბურთელისთვის ოცნებები უცვლელია; ყველა ოცნებობს დიდ გუნდში მოხვედრაზე, ისე როგორც ათწლეულების წინ იყო ჩვენი და შემდგომი თაობების შემთხვევაში”, – წერს არველაძე.