საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო. მისმა “ტენერიფემ” “ბასკონია” 88:80 დაამარცხა.
გიორგი შერმადინმა პარკეტზე 20 წუთი გაატარა. ქართველმა ამ დროში 10 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.
“ტენერიფე“ მომდევნო მატჩს 2 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს. მისი მეტოქე თურქული „ქარშიაქა“ იქნება.