საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისა და ესპანური “ტენერიფეს” ცენტრმა გიორგი შერმადინმა კანარულ დერბიში 13 ქულის მოგროვება შეძლო.
ქართველის გუნდმა “გრანკანარია” 84:81 დაამარცხა.
ასევე გამორჩეული იყო მისი თანაგუნდელი ბრუნი ფიტიპალდო, რომელიც ორივე გუნდში საუკეთესო იყო.
“ტენერიფე” ესპანეთის ჩემპიონატს 29 სექტემბერს დაიწყებს, სადაც მისი პირველი მეტოქე “ბასკონია” იქნება.