ინგლისურმა “უოტფორდმა” საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელ გიორგი ჩაკვეტაძეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ამის შესახებ გუნდმა სოციალურ ქსელში დაწერა.
აღნიშნული ინფორმაციის კომენტარებში ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა ლედი გაგამ კომენტარი გააკეთა და გიორგი ჩაკვეტაძეს მიმართა.
“მე შენი ყველაზე დიდი ფანი ვარ და გამოგყვები მთელი ქვეყნის მასშტაბით! ჩაკვე, ჩაკვეტაძე“ – წერს ლედი გაგა.