საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრების კაპიტანმა და “ვირტუსის” მსუბუქმა ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ, იტალიის ჩემპიონატში კიდევ ერთი კარგი შეხვედრა ჩაატარა.
“ვირტუსი” მეხუთე შეხვედრა იგებს. გუშინ, 3 ნოემბერს, გუნდმა “ტრევისო” 104:97 დაამარცხა და ცხრილში მეორე ადგილს იკავებს. პირველზე “ტრენტოა”, თუმცა მათ 1 შეხვედრით მეტი აქვთ გამართული.
თორნიკე შენგელიამ 10 ქულა ჩააგდო და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ბოლონიელთა მხრიდან გამორჩეული მუჰამედ დიუფი იყო, რომელმაც 22 ქულა მოიპოვა.
“ვირტუსი” შემდეგ შეხვედრა 6 ნოემბერს, “ტერტონასთან” გამართავს.