იტალიის საკალათბურთო ლიგამ თორნიკე შენგელია სეზონის საუკეთესო მძიმე ფორვარდად დაასახელა და სიმბოლურ გუნდშიც შეიყვანა.
თორნიკე შენგელია გუნდში 2022 წლიდან ირიცხება და გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა.
სიმბოლურ გუნდში ასევე მოხვდა “ვირტუსის” ლეგენდარული იტალიელი მარკო ბელინელიც.
ამჟამად “ვირტუსი” იტალიის თასის ნახევარფინალისთვის ემზადება, სადაც “ნაპოლი ბასკეტს” შეხვდება.