ქართული ფრენჩაიზი “შავი ლომი” ევროპის სუპერ თასის მოგებასთან ახლოსაა.
ქართულ გუნდს ზედიზედ მეოთხედ შეუძლია ამ წარმატების მიღწევა.
ავჭალის “რაგბი არენაზე” გამართულ შეხვედრაში გუნდმა ესპანეთის “იბერიანსი” 47:21 დაამარცხა.
რაც შეეხება ტურნირის ჩემპიონობას, ქართველების კონკურენტი პორტუგალიური “ლუსიტანუშია”.
ჩემპიონი 12 ოქტომბერს გაირკვევა, როდესაც პორტუგალიური გუნდი საქართველოს ეწვევა.