რუსეთი სახელით მოასპარეზე უმარ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილის და შონ ო’მალის საჩემპიონო ბრძოლის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
ნურმაგომედოვმა ქართველს გამარჯვება მიულოცა და სამომავლოდ მზად ყოფნაც გამოუცხადა.
“შავი ფაფახი თეთრის წინააღმდეგ – ეს უნდა მოხდეს! გილოცავ მერაბ. შენ ახლა ჩემპიონი ხარ და ეს ქამარი დაიმსახურე. ისიამოვნე! შონისგან ამ ბრძოლაში უფრო მეტს მოველოდი. მერაბმა თავისი საქმე კარგად შეასრულა. იმედი მაქვს, რომ ახლა ის ნამდვილ პრეტენდენტთან შეხვედრაზე უარს არ იტყვის. მე მზად ვარ!” – განაცხადა უმარ ნურმაგომედოვმა.