32 წლის ესპანელი ნახევარმცველი სერხი რობერტო კარიერას სერია A-ში ახლად დაწინაურებულ “კომოში” ითამაშებს. ის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
ამ ზაფხულს სერხი რობერტომ კატალონიის “ბარსელონა” დატოვა. კატალონიელთა თავკაცის თქმით, რობერტოსთვის უკეთესი იყო წასულიყო გუნდიდან, ის ჰანსი ფლიკის გეგმებში არ შედიოდა.
“ბარსელონას” უკვე ყოფილი კაპიტანი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.