უკრაინის ეროვნული ნაკრები ოქტომბერში ერთა ლიგის ორ შეხვედრას გამართავს. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი 11 ოქტომბრის მატჩია, როდესაც პოლონეთის ქალაქ პოზნანში უკრაინელები საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
უკრაინელთა საკვანძო მოთამაშეები ოლექსანდრ ზინჩენკო და რუსლან მალინოვსკი ტრავმირებული არიან.
რებროვმა ასევე ბევრისთვის მოულოდნელად სარეზერვო გუნდში დატოვა გუნდის კაპიტანი ანდრეი იარმოლენკო.
უკრაინის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გეორგი ბუშჩანი (დინამო კიევი), ანატოლი ტრუბინი (ბენფიკა, პორტუგალია), ანდრეი ლუნინი (რეალი, ესპანეთი)
მცველები: ნიკოლაი მატვიენკო, ეფიმ კონოპლია, ვალერი ბონდარი (ყველა – შახტარი), ოლექსანდრ ტიმჩიკი (დინამო კიევი), ბოგდან მიხაილიჩენკო (პოლესიე), ვიტალი მიკოლენკო (ევერტონი, ინგლისი), ილია ზაბარნი (ბორნმუთი, ინგლისი), მაქსიმ ტალოვეროვი (ლასკი, ავსტრია).
ნახევარმცველები: ნიკოლაი შაპარენკო, ვლადიმირ ბრაჟკო, ვლადისლავ კაბაევი, ოლექსანდრ პიხალიონოკი (ყველა – დინამო კიევი), ტარას სტეპანენკო, გეორგი სუდაკოვი, დმიტრი კრისკივი, ოლექსანდრ ზუბკოვი (ყველა – შახტარი), ოლექსეი გუცულიაკი (პოლესიე), მიჰაილო მუდრიკი (ჩელსი, ინგლისი), ვიქტორ ციგანკოვი (ჟირონა, ესპანეთი).
თავდამსხმელები: არტიომ დოვბიკი (რომა, იტალია), რომან იარემჩუკი (ოლიმპიაკოსი, საბერძნეთი), ვლადისლავ ვანატი (დინამო კიევი).
გარდა ამისა, მთავარმა მწვრთნელმა სარეზერვო შემადგენლობაც დაასახელა, რომელშიც მოხვდა გუნდის კაპიტანი ანდრეი იაროლენკო. ასევე: არტიომ ბონდარენკო, დანიილ სიკანი, დმიტრი რიზნიკი (სამივე – შახტარი), ანდრეი იარმოლენკო, ვიტალი ბუიალსკი (ორივე – დინამო კიევი), ოლექსანდრ სვატოკი (ოსტინი, აშშ), ოლექსანდრ მარტინიუკი (ოლექსანდრია) და ოლექსანდრ ნაზარენკო (პოლესიე).
საქართველოსა და უკრაინის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება 11 ოქტომბერს, თბილისის დროით, 22:45 საათზე გაიმართება.