პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე კალათბურთში სერბეთის ეროვნული ნაკრები ბრინჯაოს მედლის მფლობელია.
მესამე ადგილისთვის მატჩში სერბებმა მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია 83:93 დაამარცხეს.
გამორჩეული იყო მსოფლიო ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი ნიკოლა იოკიჩი. სერბმა 19 ქულა, 12 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ოლიმპიადის ფინალი დღეს, 23:30 საათზე დაიწყება. ფინალში ერთმანეთს ამერიკისა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრებები შეხვდებიან.