ქართველი UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი, თავის პირველ სატიტულო ბრძოლას შონ ო’მალისთან 14 სექტემბერს ჩაატარებს.
ირლანდიელი მებრძოლი შემართებითაა და საკუთარ თავში დარწმუნებული. ის ფიქრობს, რომ მერაბს დაანოკაუტებს და შემდეგ წონას შეიცვლის, სადაც ილია თოფურიასაც დაამარცხებს.
“მერაბ დვალიშვილს სასტიკად დავანოკაუტებ, მერე კი სანამ მსაჯი მომიახლოვდება, რამდენიმეჯერ კიდევ დავარტყამ. ამის შემდეგ ზედა წონაში ავალ და თოფურიასაც გავთიშავ”, – აცხადებს შონ ო’მალი.