საფრანგეთი ლიგა 1-ის მეორე ტურის შეხვედრაში, ზურიკო დავითაშვილის “სენტ ეტიენმა” “ლე ავრს” უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.
ქართველი ფეხბურთელი თამაშში პირველი წუთებიდან ჩაერთო. დავითაშვილმა რამდენჯერმე იაქტიურა, თუმცა თამაშში გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხა.
“სენტ ეტიენს” ორიდან ორი მარცხი აქვს. ორი მარცხი აქვს ასევე გიორგი მიქაუტაძის “ლიონს”. ფაქტია ქართველების გუნდები სეზონს იდეალურად ვერ იწყებენ, თუმცა ვიმედოვნოთ, სწორედ ჩვენი თანამემამულეების ხარჯზე შეძლებენ წარმატების მიღწევას.