საფრანგეთის ლიგა 1-ის IV ტურის შეხვედრაში, “სენტ ეტიენი” “ლილს” უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით, 22:45 საათზე დაიწყება.
მასპინძელი გუნდის შემადგენლობაში, რა თქმა უნდა ველოდებით ზურიკო დავითაშვილს. ქართველი კლუბს სეზონის დასაწყისში შეუერთდა და სამივე თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო.
“სენტ ეტიენი” სეზონს ცუდად იწყებს. ზურიკო დავითაშვილის გუნდს, სამიდან სამი მარცხი აქვს და ბოლო ადგილს იკავებს.