გიგა ოჩხიკიძეს კუთვნილი ოქროს მედალი დაუბრუნდა.
ქართულმა დელეგაციამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა და საბოლოოდ პარალიმპიადის ჩემპიონი გიგა ოჩხიკიძეა!
ოჩხიკიძემ 6 სროლიდან ორი გამოიყენა, აქედან ერთ-ერთი 9.66 მეტრზე იყო ნასროლი, რაც მსოფლიო რეკორდია, თუმცა პოლონეთის და მაროკოს დელეგაციებმა შედეგი გააპროტესტეს. ვიდეო განხილვის შემდეგ ქართველს შედეგი გაუუქმდა, რაც შემდეგ ქართველთა დელეგაციამაც გაასაჩივრა.
საბოლოოდ გიგა სამშობლოში ოლიმპიური ოქროთი და მსოფლიო რეკორდით ბრუნდება.