spot_imgspot_imgspot_imgspot_img

საქართველოს წყალში მხტომელთა ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის საგზური მოიპოვა

საქართველოს წყალში მხტომელთა ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ოთხი საგზური მოიპოვა

საქართველოს წყალში მხტომელთა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ოთხი საგზური მოიპოვა.

აღნიშნული შედეგი სპორტის ამ სახეობაში, საქართველოს ნაკრებმა პირველად დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე დიდი ბრიტანეთის, იტალიის, გერმანიისა და უკრაინის შემდეგ მე-5 პოზიციაზე გავიდა (მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის რაოდენობის გათვალისწინებით), რაც ქართული საწყლოსნო სპორტისთვის უდიდესი წარმატებაა.

მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის საგზურის მფლობელები არიან – მარიამ შანიძე, თეკლა შარია, გიორგი წულუკიძე და ალექსანდრე ცხომელიძე.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები