საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის მეორე შეხვედრას დღეს ირლანდიასთან გამართავს.
ირის ანტმანის გუნდი ირლანდიის ეროვნულ ნაკრებს დუბლინში დაუპირისპირდება. შეხვედრის წინა დღეს გუნდმა ამ სტადიონზე ივარჯიშა.
ეროვნული ნაკრების განაცხადში 23 ფეხბურთელია. საპასუხო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს თეონა ბაქრაძე და ნინო ბუხრიკიძე დაუბრუნდებიან, რომლებმაც პირველი მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვეს.
პლეი-ოფის პირველი შეხვედრა თბილისში სტუმართა გამარჯვებით 6:0 დასრულდა. დღევანდელი მატჩი თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.