საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 29 ოქტომბერს 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის მეორე შეხვედრას ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
საქართველოს ნაკრები მატჩისთვის ირლანდიის დედაქალაქში ემზადება.
ირლანდიელებმა პირველი შეხვედრა მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე 6:0 მოიგეს.
შეხვედრა დუბლინში 29 ოქტომბერს, 23:30 საათზე გაიმართება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: თათია გაბუნია („კვარტალი“), სვეტლანა გაბელაია („ელიტა“), ეკა თაბაგარი („ლანჩხუთი“);
დაცვა: მარიამ კალანდაძე („ლანჩხუთი“), სოფიკო ნარსია („ლანჩხუთი“), სალომე გასვიანი („კვარტალი“), ნატა კვირკვაია(„ნიკე-ლუსო“), გვანცა ქადაგიშვილი („ლანჩხუთი“), ნინო ჩხარტიშვილი („ლანჩხუთი“), თამარ ქველიძე („ეტლინგვაიაერი“, გერმანია);
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი („კვარტალი“), ნინო ბუხრიკიძე(„ნიკე-ლუსო“), თინათინ ამბალია („ლანჩხუთი“), ნათია დანელია („კვარტალი“), ელენე ჩიქოვანი („ნიკე-ლუსო“), მაიკო ბებია („ნიკე-ლუსო“), სალომი დიმოპულო („კვარტალი“), ლიზი მწყერაშვილი („ნიკე-ლუსო“), ირინა ხაბურზანია („ლანჩხუთი“), ანასტასია ბოლქვაძე („კვარტალი“), თეონა ბაქრაძე („ლანჩხუთი“), ლიზი კანკია („კვარტალი“), ანა ჩემინავა („ჰაპოელი“ თელ-ავივი, ისრაელი).