ტირანაში დასრულებულ არაოლიმპიურ წონით კატეგორიებს შორის მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
მსოფლიო პირველობაზე ავთანდილ კენჭაძემ (79 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. მირიან მაისურაძე (92 კგ) კი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
შეჯიბრზე ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში დამარცხდა აკაკი ქემერტელიძე (70 კგ).
საქართველოს ნაკრებმა საერთო ჯამში 55 ქულა მოაგროვა და გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.