ერთა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები, უკრაინის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დამარცხდა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი “ჩელსის” უკრაინელმა შემტევმა მიხაილო მუდრიკმა გაიტანა და უკრაინას მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.
3 ტურის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფში ლიდერობას ინარჩუნებს. ჩვენს ნაკრებს და ჩეხეთის ნაკრებს თანაბარი 6-6 ქულა აქვთ, თუმცა ბურთების უკეთესი მაჩვენებლით საქართველო პირველ ადგილზეა.
ეროვნული ნაკრები შემდეგ შეხვედრას 14 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს.