spot_imgspot_imgspot_imgspot_img

საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ირლანდიასთან 15:17 დამარცხდა

საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში, საერთაშორისო სერიის მესამე მატჩში  ირლანდიის ნაკრებთან 15:17 დამარცხდა.

პირველ ტაიმში უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქეს ორი ლელო (ანრი შველიძე) დაუდეს, რომელთაგან გიგი სირბილაძემ ერთი გარდასახა, ერთი ჯარიმაც გაიტანა, მეტოქემ კი ერთი გარდასახული ლელო დადო და პირველი ნახევარი საქართველოს ნაკრებმა 15:7 მოიგო.

მეორე ტაიმის დასაწყისში ირლანდიელებმა ლელო დადეს, ზუსტად გარდასახეს და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, შემდეგ ჯარიმაც გაიტანეს და საბოლოო ანგარიშიც – 17:15 დააფიქსირეს.

სამხრეთ აფრიკაში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა კიდევ ორი მატჩი ჩაატარა და ორივეში დამარცხდა – სამხრეთ აფრიკის A ნაკრებთან 3:20, ინგლისთან – 20:27.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები