საქართველოს 16 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა თურქეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, პირველ შეხვედრაში ყირგიზი თანატოლები დიდი ანგარიშით დაამარცხა – 3:0.
მწვრთნელის რანგში დებიუტი ჰქონდა სანდრო კობახიძეს. გუნდმა 37-ე წუთზე გიორგი გიორგაძის გოლით გახსნა ანგარიში. 65-ე წუთზე გიორგაძემ ყირგიზების კარი მეორედ აიღო, ხოლო საბოლოო ანგარიში 89-ე წუთზე ანდრი ჩხაიძემ დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიას ძმა თორნიკე კვარაცხელია გამოჩნდა.
ქართველო ჭაბუკები შემდეგ შეხვედრას 2 ოქტომბერს უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ, ხოლო მესამე მატჩს, 4 ოქტომბერს, A ჯგუფში თანაბარ პოზიციაზე მყოფ გუნდთან გამართავენ.