საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა დევისის თასის მსოფლიოს II ჯგუფში მექსიკის ნაკრები 3:2 დაამარცხა.
გადამწყვეტ შეხვედრაში ალექსანდრე ბაკშმა რუბიო ფიეროს ორ სეტში 6:3, 7:6 (5) მოუგო.
მეორე სათამაშო დღეს წყვილთა თანრიგში, სადაც ალექსანდრე ბაკში და ზურაბ ტყემალაძე ასპარეზობდნენ, პაჩეკო მენდეზისა და რეიეს ვარელას მექსიკური წყვილი სამ სეტში (6:1,1:6,6:3) დაამარცხეს. ხოლო ერთეულთა თანრიგში საბა ფურცელაძე პაჩეკო მენდესთან დამარცხდა.