ალექსანდრე კობახიძის გაწვრთნილმა 16 წლამდე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა ახლა უკვე უზბეკეთთან და 1:4 დამარცხდა.
ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიას ძმამ თორნიკე კვარაცხელიამ შეხვედრის 42-ე წუთზე გაიტანა.
საქართველოს 16 წლამდე ნაკრების მეტოქე B ჯგუფის მონაწილე გუნდი იქნება, რომელიც მეორე ტურის დასრულების შემდეგ გამოვლინდება.