19 სექტემბერს, საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა, ლიეტუვაში ამხანაგური შეხვედრა გამართა და მასპინძელ ლიეტუვის ნაკრებს, 1:1 დაუზავდა.
16-ე წუთზე ალბერთ ვოსკუნოვიჩმა ანგარიში გახსნა, რასაც 32-ე წუთზე ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ კეკელიამ უპასუხა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
შეხვედრის დასრულებამდე 8 წუთით ადრე მოედანზე სიტუაცია დაიძაბა და სიტუაცია ურთიერთშელაპარაკებაში გადაიზარდა. საბოლოოდ მსაჯებისა და დელეგატების გადაწყვეტილებით შეხვედრა ნაადრევად დასრულდა.