კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ სამუელ ეტო’ოს ფეხბურთის საერთაშორისო სადისციპლინო კომიტეტმა დისკვალიფიკაცია მისცა. ეტო’ს გარკვეული დროით აეკრძალა კამერუნის ნაკრების თამაშებზე დასწრება.
როგორ ცნობილია, ლეგენდარული აფრიკელი დამნაშავედ ორ მუხლში ცნეს. პირველი – ეს არის შეუფერებელი საქციელი და მეორე – პატიოსანი თამაშების პრინციპების დარღვევა.
43 წლის ლეგენდამ კარიერა 2019 წელს დაასრულა, ხოლო კამერუნის ფეხბურთის ფედერაციას 2021 წლიდან უდგას სათავეში.