Crystalbet ეროვნული ლიგის XXVI ტურის პირველ შეხვედრაში, “სამტრედიამ” ეროსი მანჯგალაძის სახელობის მოედანზე “თელავი” მიიღო და 2:1 დაამარცხა.
ანგარიში ფირუზ მარაქველიძემ 37-ე წუთზე გახსნა და კახელები დააწინაურა. 6 წუთში დავით უბილავამ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 52-ე წუთზე რატი არდაზიშვილმა ყოფილ გუნდს გაუტანა და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
26 ტურის შემდეგ სამტრედია 19 ქულით ბოლო ადგილზეა, ხოლო თელავი 24 ქულით მერვე ადგილს იკავებს.