spot_imgspot_imgspot_imgspot_img

“სამგურალის” იტალიელი მწვრთნელი – საქართველოში ნიჭიერი ფეხბურთელები არიან, მათთან მუშაობა საინტერესოა

წყალტუბოს “სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა როდოლფო ვანოლიმ ქართულ ფეხბურთზე ისაუბრა.

გამოცდილმა სპეციალისტმა საქართველოში საინტერესო ფეხბურთელების ყოფნა აღნიშნა და დონე მოიწონა.

“მოხარული ვარ საქართველოში ჩამოსვლით, აქ ძალიან კარგი ადამიანები დაგვხვდნენ, გუნდში მეგობრული გარემოა. არაერთი თამაშის ვიდეოჩანაწერი ვნახე და საქართველოს ჩემპიონატზე გარკვეული წარმოდგენა შემექმნა.

ევროპაში ბევრი ქართველი ტალანტი თამაშობს, მათ ქართულ ფეხბურთს მსოფლიოში სახელი გაუთქვეს. საქართველოს ჩემპიონატშიც ნიჭიერი ფეხბურთელები არიან და მათთან მუშაობა საინტერესოა.

გვჯერა, რომ ჩვენი გუნდის ფეხბურთელები არანაკლებ ძლიერები და პროფესიონალები არიან, ძლიერი მენტალიტეტი აქვთ და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლიათ.

“სამგურალს” ამჟამად კარგი პერიოდი არ უდგას, მაგრამ ვეცდებით, ჩვენი მუშაობა შედეგის მომტანი იყოს და ეს მდგომარეობა შეიცვალოს.

გუნდი ცდილობს, დონე და პროფესიონალიზმი კიდევ უფრო აიმაღლოს. საქართველოში სწორედ იმისთვის ჩამოვედი, რომ “სამგურალს” დავეხმარო და სატურნირო ცხრილში რაც შეიძლება მაღალ პოზიციაზე დავწინაურდეთ, რადგან შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია”, – აცხადებს ვანოლი.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები