მიხეილ აშვეთიამ სამგურალის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, – ინფორმაციას იმერული გუნდის პრესსამსახური ავრცელებს.
მიხეილ აშვეთია გუნდში 2021 წლიდან მუშაობდა. იყო მწვრთნელის ასისტენტი, მწვრთნელი და სპორტული დირექტორიც კი.
ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნამდე გუნდს ტექნიკური დირექტორი ბესიკ ხაჭიპერაძე და მწვრთნელ-ანალიტიკოსი გიორგი ნერგაძე ამზადებენ.