დღეს, 2 ნოემბერს, საკალათბურთო სუპერლიგის სამი შეხვედრა გაიმართება.
სათამაშო დღე თბილისში დაიწყება, სადაც ვიცე ჩემპიონი “კსუ” მოქმედ ჩემპიონ “ქუთაისს” დაუპირისპირდება. შეხვედრა 13:30 საათზე დაიწყება.
17:00 საათზე, ვიქტორ სანიკიძის აკადემიაში, “ვსა” გორის “ივერიონს” უმასპინძლებს. “ვსა” სეზონს კარგად იწყებს, ორი შეხვედრიდან მათ ორივე გამარჯვება აქვთ.
დღის ბოლო შეხვედრა კი ტყიბულში გაიმართება.” ორბი” და გურჯაანის “დელტა” თანაბარი ქულების პატრონები არიან და სეზონში მეორე გამარჯვების მოსაპოვებლად იბრძოლებენ. ეს შეხვედრა 19:00 საათზე გაიმართება.