მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერი, ბელარუსი არინა საბალენკა, US OPEN-ის გამარჯვებულია. ფინალურ შეხვედრაში საბალენკამ ამერიკელი ჯესიკა პეგულა დაამარცხა.
ორივე სეტში საბალენკამ მეთორმეტე გეიმებში გააკეთა გარდამტეხი ბრეკი და ორივე სეტი, ერთი და იგივე ანგარიშით (7:5,7:5) მოიგო.
ბოლო ოთხი სლემიდან არინა საბალენკას ანგარიშზე 3 გამარჯვებაა.