ცნობილი იტალიური სპორტული გამოცემა “Gazzetta dello sport”- ის ჟურნალისტი ჯაკომო ჩონი აცხადებს, რომ ემპოლის 20 წლის ქართველი ცენტრალური მცველი საბა გოგლიჩიძე სეზონის აღმოჩენაა.
“საბა სეზონის აღმოჩენაა. მან “იუვენტუსთან” ქენან ილდიზი გააჩერა, თუმცა მან ჯერ ერთი სიტყვაც არ იცის იტალიური”, – ამბობს ჯაკომო ჩონი.
იტალიის სერია A-ს მეექვსე ტურის შეხვედრაში, “ემპოლიმ” “ფიორენტინას” უმასპინძლა და 0:0 დაუზავდა.
ქართველმა ახალგაზრდა მცველმა სრული შეხვედრა ჩაატარა და საკმაოდ დამაჯერებლადაც იდგა დაცვის ხაზში.