საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი საბა საზონოვი კარიერას “ემპოლიში” გააგრძელებს.
ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება დღეს გაიარა.
“ემპოლიმ” საზონოვი იჯარით აიყვანა, თუმცა სეზონის ბოლოს გამოსყიდვის უფლება ექნება.
“ემპოლიში” კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი საბა გოგლიჩიძე თამაშობს. ამრიგად “ემპოლის” გუნდში უკვე ორი ქართველი ცენტრალური მცველი ეყოლება.