spot_imgspot_imgspot_imgspot_img

საბა ქარდავა ბრინჯაოს მედლის მფლობელია

ტაჯიკეთში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე, საბა ქარდავა მძიმე წონაში ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

ქართველმა ფალავანმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე კაძაევი დაამარცხა და საქართველოს მედლების რაოდენობა ორამდე გაზარდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 81კგ წონით კატეგორიაში, ქართველმა ლუკა ჯავახიშვილმა ფინალურ შეხვედრაში ჩინელი ვანგი იპონით დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები