spot_imgspot_imgspot_imgspot_img

საბა ფურცელაძე 1482-ე ჩოგანთან დამარცხდა

ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე, ჩინეთის ჩელენჯერის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჩინელ ჯანგთან სამ სეტში დამარცხდა.

პირველი სეტი ქართველმა  დამაჯერებლად ჩაატარა და 6:2 გაიმარჯვა, თუმცა ჩინელმა დარჩენილ ორ სეტში მობილიზება შეძლო და ორივე სეტი 6:4 გაიმარჯვა.

ფურცელაძე კვალიფიკაციის ტურნირზე, მეოთხე ნომრად იყო განთესილი, ხოლო მისი საერთო რეიტინგი ATP რანგში 489-ე გახლავთ.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები