spot_imgspot_imgspot_imgspot_img

საბა ლობჟანიძემ ლიონელ მესის “ინტერ მაიამისთან“ გოლი ისევ გაიტანა

საბა ლობჟანიძემ ამერიკაში მორიგი გოლი გაიტანა და გათამაშების ლიდერთან, ლიონელ მესის „ინტერ მაიამისთან“ “ატლანტა იუნაიტედს“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 2:2.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი „ატლანტას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, თავი კი 56-ე წუთზე გამოიჩინა.

ეს მიმდინარე სეზონში საბა ლობჟანიძის მეშვიდე გოლია, მის ანგარიშზე ასევე ექვსი საგოლე გადაცემაა. ქართველი მოთამაშე ბოლო ხუთ თვეში მესის გუნდს მეორედ შეხვდა და ჯამში, მეტოქეს ოთხი გოლი გაუტანა.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები