საფეხბურთო ანალიტიკურმა პორტალმა,Transfermarkt-მა იტალიის სერია A-ში მონაცემები განაახლა.
საქართველოს ნაკრებისა და “ემპოლის” მცველი საბა გოგლიჩიძე საგრძნობლად გაძვირდა.
20 წლის მოთამაშის სატრანსფერო ფასი 300 000-დან 5.0 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ “ნაპოლის” ერთ-ერთი ლიდერის ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება კვლავ 80 მილიონ ევროს შეადგენს.