იტალიის სერია A-ს მეექვსე ტურის შეხვედრაში, ქართველი ახალგაზრდა ცენტრალური მცველის “ემპოლი” “ფიორენტინას” 0:0 დაუზავდა.
20 წლის მცველმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და საკმაოდ სოლიდური შეხვედრა ჩაატარა. ქართველის შეფასება 6.9 იყო.
6 ტურის შემდეგ “ემპოლი” 10 ქულის პატრონია. გუნდს ჯერ კიდევ არ წაუგია არცერთი შეხვედრა, რეიტინგში კი მეექვსე ადგილზე არიან.
შემდეგ შეხვედრას ემპოლი 6 ოქტომბერს რომის “ლაციოს” წინააღმდეგ გამართავს.