იტალიის სერია A-ს მეათე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებისა და “ემპოლის” ცენტრალური მცველი საბა გოგლიჩიძე მოედნიდან გააძევეს.
29-ე წუთზე ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელი მარკუს ტურამს ეუხეშა. პირველადი გადაწყვეტილებით მსაჯმა მას ყვითელი ბარათი უჩვენა, თუმცა შემდეგ ვიდეო რეფერიმ ჩაერთო საქმეში და მსაჯმაც გადაწყვეტილება შეცვალა
“ინტერმა” 3:0 გაიმარჯვა. გოლები ფრატეზიმ და მარტინესმა გაიტანეს.
“ემპოლი“ 10 ტურის შემდეგ 11 ქულით დარჩა და მე-11 პოზიციაზე დაქვეითდა.