დასრულდა რუმინეთში მიმდინარე კალათბურთის ევროპის ჩემპიონატი U20 ნაკრებებში.
გამარჯვებული რუმინეთის ახალგაზრდული გუნდი გახდა. მათ ფინალში უკრაინას დამაჯერებლად 80:58 სძლიეს.
მესამე ადგილისთვის მატჩში ფინეთმა ნიდერლანდებს 73:56 მოუგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ამ ევრობასკეტზე საქართველოს ოცწლამდელთა ნაკრებიც მონაწილეობდა. ქართველებმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხეს და ჩემპიონატი მეხუთე ადგილით დაასრულეს.