ნიდერლანდების ნაკრების თავკაცმა რონალ კუმანმა, ბერგვაინის საუდის არაბეთის კლუბ “აი იტიჰადში” ტრანსფერზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისთვის ნაკრების კარი დაკეტილია.
“ბერგვაინი 26 წლის ასაკში საუდის არაბეთში წავიდა, მისთვის ნაკრების კარი დაკეტილია”, – განაცხადა რონალდ კუმანმა.
26 წლის ფეხბურთელს ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებში 35 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, სადაც 8 გოლის გატანა შეძლო.