პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ, საუდის არაბეთის თასზე “ალ-რაიანთან” გატანილი გოლი, გარდაცვლილ მამას მიუძღვნა
“ვიმედოვნებ მამაჩემი ამ ყველაფერს უყურებს. ეს გოლი მას ეძღვნება, რადგან დღეს მისი დაბადების დღეა”, – განაცხადა კრიშტიანუ რონალდუმ.
“ალ ნასრი” არაბეთის თასის შემდეგ ეტაპზეა. გუნდმა სადიო მანესა და კრიშტიანუ რონალდუს გოლებით იმარჯვა – 2:1.