39 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ და მისი გუნდი “ალ ნასრი” კონტრაქტის ახალ პირობებზე თანხმდებიან.
ფეხბურთელს ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე აქვს და როგორც თავად აღნიშნავს, 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, “ალ ნასრი” კი ცუდი ვარიანტი ნამდვილად არაა.
ამ სეზონში რონალდომ ყველა ტურნირზე შვიდ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ექვსი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.