დღეს 18 სექტემბერს ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა 48 გახდა.
კარიერის განმავლობაში “ფენომენად” წოდებული ბრაზილიელი ფორვარდი გამოირჩეოდა თავისი სისწრაფით, ტექნიკით და სხვა ისეთი უნარებით, რომელიც მას შეუჩერებელს ხდიდა.
რონალდოს კარიერა ტიტულებით აღსავსეა, თუმცა ჩემპიონთა ლიგის მოგება ბრაზილიელმა მაინც ვერ შეძლო. რონალდოს ორი ოქროს ბურთი აქვს, ასევე ის გახდა ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი 2002 წელს.
რონალდოს მუხლი ტრავმა გაუმიზეზდა, რის გამოც ხშირად უწევდა ლაზარეთში ყოფნა. ბოლოს ამ ყველაფერს უკვე წონის პრობლემაც დაემატა და ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ბუცები ლურსმანზე დაკიდა.