spot_imgspot_imgspot_imgspot_img

“რომას” ახალი მთავარი მწვრთნელი ივან იურიჩი იქნება

იტალიური “რომას” ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. ივან იურიჩს და კლუბს შორის შეთანხმება დღეს შედგა და კონტრაქტი უახლოეს  მომავალში გაფორმდება.

“რომამ” რამდენიმე საათის წინ პოსტიდან გაათავისუფლა დანელე დე როსი. როგორც გუნდში აღნიშნავენ, იტალიელი თავკაცის მოღვაწეობით კლუბის მესვეურები უკმაყოფილოები იყვნენ.

4 ტურის შემდეგ, “რომას” 3 ქულა აქვს და ცხრილში 16-ე ადგილს იკავებს.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები