მადრიდის “რეალის” ბრაზილიელი შემტევი როდრიგო, მუხლის ტრავმის შემდეგ მოედანს უბრუნდება. ფეხბურთელს აღნიშნული ტრავმის გამო ორი კვირა გაუცდა.
ფეხბურთელს ამ სეზონში ყველა ტურნირზე 13 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადაც 3 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.
რაც შეეხება მადრიდელთა ბელგიელ მეკარე ტიბო კურტუას, მისი რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიდის და სულ მალე დაბრუნდება.