მადრიდის “რეალის” ფეხბურთელები როდრიგო და ტიბო კურტუა “ელ კლასიკოს” გამოტოვებენ. ინფორმაციას ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
სპორტული ჟურნალისტის თქმით, ბრაზილიელი შემტევი და ბელგიელი მეკარე “დორტმუნდთან” ჩემპიონთა ლიგურ მატჩზე დაშავდნენ.
კატალონიის “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალის” შეხვედრა 26 ოქტომბერს, 23:00 საათზე გაიმართება.