გასული ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი როდრი დარჩენილ სეზონს ტრავმის გამო გამოტოვებს.
პრემიერ ლიგის მეხუთე ტურში “მანჩესტერ სიტიმ” “არსენალს” უმასპინძლა. შეხვედრა 2:2 დასრულდა. მატჩის პირველ ტაიმში “სიტის” ფეხბურთელმა მუხლის ტრავმა მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია.
28 წლის ნახევარმცველი გასულ ზაფხულს ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა და ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს. ის მიმდინარე სეზონში “ოქროს ბურთის“ მოგების კანდიდატთა შორისაა